Quantcast
Viewing all articles
Browse latest Browse all 11

copa america –ისტორია.

Image may be NSFW.
Clik here to view.
  არგენტინაში კოპა ამერიკის რიგით 43-ე გათამაშებამ აიღო სტარტი. კოპა ამერიკა სანაკრებო დონის ტურნირთა შორის ყველაზე ძველი შეჯიბრებაა.1910 წელს სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რომელიც არგენტინის დედაქალაქს, ბუენოს აირესს ჩილესთან აკავიშერებდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად არგენტინის ხელისუფლებამ საფეხბურთო ტურნირის ჩატარება განიზრახა და ამ მიზნით მიწვევა ურუგვაის, ბრაზილიასა და ჩილეს გაუგზავნა.

ბრაზილიელები სამხრეთელი მეზობლის წინადადებას ამრეზით შეხვდნენ და არგენტინაში გამგზავრებაც იუარეს. საბოლოოდ, ტურნირში სამმა ეროვნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 29 მაისს ბუენოს აირესის სტადიონ “ხიმნასიაზე” შეჯიბრების სასტარტო მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ურუგვაი და  ჩილე წარსდგნენ. თამაში ურუგვაელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 1 კვირის თავზე მასპინძლებმა სამხრეთ ამერიკის უკიდურესი დასავლეთით მყოფი ქვეყნის საფეხბურთო წარმომადგენელს კიდევ უფრო დიდი ანგარიშით 5:1 სძლია. ასე რომ, არგენტინამ ურუგვაის დაუსწრებელი დუელი მოუგო და თავისი უპირატესობის დამტკიცება პირისპირ შეყრის დროსაც მოუწევდა. გადამწყვეტმა მატჩმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია.

თამაშის დაწყებმადე ორიოდე საათით ადრე არგენტინელმა და ურუგვაელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ტრიბუნა ცეცხლს მისცეს. ამ დროს ფეხბურთელები გასახდელში იყვნენ და შიშით გარეთ ცხვირის გაყოფას ვერ ბედავდნენ.  ცხადია, მატჩი ჩაიშალა, ფინალი კი მეორე დღეს, ბუენოს აირესის სხვა სტადიონზე ჩატარდა, არგენტინელებმა მეტი მონდომება და რაც მთავარია, უკეთესი სათამაშო კლასი გამოავლინეს, რაც შეხვედრის საბოლოო ანგარიშზეც აისახა – 4:1.

არაოფიციალურად, არგენტინა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, რადგან 1910 წელს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (კონმებოლი) ჯერ კიდევ დაარსებული არ იყო. ეს ორგანიზაცია 6 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა და სწორედ 1916 წლიდან ტარდება კონტინენტის პირველობა, რომელსაც 1975-დან სახელი გადაარქვეს და კოპა ამერიკა შეარქვეს. სამხრეთ ამერიკელებს  თავიანთი კონტინენტის უპირველესი სანაკრებო ტურნირი ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებად მიაჩნიათ და კოპა ამერიკას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, რანგით მეორე გათამაშებად თვლიან. ყველაფერი გემოვნების საკითხია. ზოგ ევროპელთა უფრო მეტად რაცონალური, ათლეტური, ტაქტიკურად უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი ასპარეზობა ურჩევნია, ზოგიც ლათინოსების ტექნიკური და არტისტული თამაშის მოტრფიალეა.

Image may be NSFW.
Clik here to view.
სამხრეთ ამერიკის პირველი ჩემპიონი 1916 წლის 2-19 ივლისს ბუენოს აირესში ჩატარდა. კონტინენტის საფეხბურთო ასოციაცია ტურნირის მსვლელობის დროს 9 ივლისს დაფუძნდა. იმხანად არგენტინის სახელმწიფო დაარსების 100 წელს ზეიმობდა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ იმ მეზობელთა ეროვნულ გუნდებს უხმო საკონტინენტო შეჯიბრების ჩასატარებლად, რომელთაც საფეხბურთო ფედერაციები უკვე დაარსებული ჰქონდათ. ასეთი კი სულ 3 ქვეყანა – ჩილე, ბრაზილია, ურუგვაი აღმოჩნდა. ასე და ამგვარად ჩაეყარა საფუძველი კოპა ამერიკას.

1916 წლის ტურნირს ლეგიტიმურობა კი ჰქონდა, მაგრამ ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო და ჩემპიონისთვის მეტად სასიხარულო ცერემონიალი არ გაითვალიწინეს. კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნი ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს. პირველი ჩემპიონატი კი თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი ყველა მატჩი ჩილემ გამართა.  როგორც 6 წლის წინ, ჩილელებს ურუგვაელებმა და არგენტინელებმა ამჯერადაც გადაურბინეს. მასპინძლებმა თავიანთი სასტარტო შეხვერდა 6:1 მოიგეს, ურუგვაელებმა კი “მშრალი ანგარიშით’ 4:0 გაიმარჯვეს. ჩილემ დასკვნითი პაექრობა ბრაზილიასთან ჩაატარა და მომავალ პენტაკამპეონებს ქულაც აართვა – 1:1. ამის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ არგენტინელები და ბრაზილიელები წარსდგნენ. დაძაბულმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1, ურუგვაელებმა კი კონტინენტის ყველაზე დიდი ქვეყნის ნაკრებს 2:1 სძლიეს და შეჯიბრების დასკვნითი მატჩის წინ ლიდერის რანგში ეპაექრნენ არგენტინას. ურუგვაისა და არგენტინის დასკვნითმა მატჩმა ფინალური დაპირისპირების დატვირთვა შეიძინა. ისევე, როგორც 6 წლის წინ, მასობრივი არეულობა ამჯერადც ვერ იქნა აცილებული თავიდან. “ხიმნასია ესგრიმას” სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ფეხბურთელებს მხოლოდ 5 წუთი აცალა თამაში, რის შემდეგაც ჩხუბსა და აყალმაყალს მიჰყო ხელი.

მატჩი ჩაიშალა. მეორე დღეს გათამაშება მეექვსე წუთიდან აველიანედეში, “რასინგის” სარბილეზე ჩატარდა.  თამაში ნულოვანი ანგარიშით დასრულდა. ურუგვაიმ თავის “დაუძინებელ მტერს” გადაასწრო და კოპა ამერიკის პირველი ჩემპიონი გახდა. ასპარეზობები ხანაც ყოველ წლიურად ტარდებოდა (1959 წელს სულაც 2-ჯერ გაიმართა), ხანაც კარგახნიანი პაუზის პერიოდი დგებოდა. იყო 6 წლიანი ჩავრდნაც. (1929-35). იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტურნირები ერთ წრედ ტარდებოდა. 1975 წელს კი “კომბინირებული სისტემა” დანერგეს.

1993 წლიდან მათ ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერკის საუკეთესო ნაკრებების მიწვევა დაიწყეს. თავის სადებიუტო კოპა  ამერიკაზე მექსიკამ ფინალამდე გააღწია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი  არგენტინასთან 1:2 წააგო.

მსოფლიოს პორველობაზე  ბრაზილიამ ყველაზე მეტ ტრიუმფს თუ მიაღწია, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატებში ურუგვაელები და არგენტინელები დომინირებენ. ისინი 14-14-ჯერ გახდენენ დასავლეთ ნახევარსფეროს საუკეთესო ნაკრებები, ბრაზილიელებმა კი მხოლოდ 8-ჯერ მოახერხეს კოპას მოგება. თანაც სელესაომ 4-ჯერ საკუთარ კედლებში იმარჯვა. . .  საერთოდ, “საშინაო ფაქტორი”  სამხრეთ ამერიკაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ტემპერამენტიანი და იმპულსური სამხრეთელების ასპარეზობაზე მაყურებელთა მხარდაჭერა დოპინგის როლს ასრულებს. სხვა რომელი ფაქტორით უნდა ავხსნათ 1963 წელს ბოლივიელთა  მიერ კოპა ამერიკის მოგება? ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მათ სენსაციურად მოუგეს არგენტინასაც (3:2) და ბრაზილიასაც (5:4) და მთელმა ბოლივიამ  რამდენიმედღიან საყოველთაო ზარ-ზეიმს მისცა თავი.  ბოლივიელები 1997 წელსაც გავიდნენ ფინალში  და პირველობისათვის გდამწყვეტ მატჩში ბრაზილიასთან  დაძაბულ ორთაბრძოლაში 1:3 დამარცხდნენ. შვიდჯერ ჩატარდა კოპა ამერიკა ურუგვაიში და შვიდჯერ  პირველობა მასპინძლებმა დაისაკუთრეს.  ამ მხრივ ნაკლებად “გაუმართლათ” არგენტინელებს. მათ რვაჯერ მიიღეს საკუთარ სტადიონებზე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, თუმცა, ორჯერ ჩემპიონობა ურუგვაის “დიდსულონად” დაუთმეს – პირველად ეს 1916 წეს მოხდა, მეორედ კი 1987 წელს. ამ უკანასკნელი ტურნირის ფინალში ურუგვაიმ კოპა ამერიკის სასტარტო შეჯიბრების კიდევ ერთ მონაწილეს, ჩილეს 1:0 მოუგო, არგენტინელებმა კი ბრინჯაოც ვერ აიღეს. Image may be NSFW.
Clik here to view.

საშინაო ფაქტორი სათავისოდ  ჩილემ, ეკვადორმა და ვენესუელამ ვერ გამოიყენეს. კოპა ამერიკის ჩემპიონი ხუთჯერ  გათამაშებამ გამოავლინა და ხუთივე შემთხვევაში განმეორებითი ფინალის მონაწილე ბრაზილია იყო. მან 1937 წელს არგენტინას 0:2 დაუთმო. 1953-ში პარაგვაის (2:3). სამაგიეროდ, 1919 წელს ბრზილიელებმა ურუგვაის მოუგეს (1:0), ორჯერ კი პარაგვაი დაჩაგრეს. 1922 წელს სელესაომ 3:1 გაიმარჯვა. 1949 წელს კი ზღვის ნაპირის არმქონე ქვეყნის ნაკრები სულაც 7:0 გაანადგურა. ურუგვაიმ და არგენტინამ ტურნირი 14-ჯერ მოიგეს,ბრაზილიელაბმა 8-ჯერ, დანარჩენი 6 შეჯიბრება კი პარაგვაიმ და პერუმ (ორ-ორჯერ), აგრეთვე ბოლივიამ და კოლუმბიამ მოიგეს.

და ბოლოს, ბოლო 5 კოპა ამერიკიდან 4 ბრაზილიამ მოიგო, ტურნირის ამჟამინდელ მასპინძელ არგენტინას კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი 1993 წლიდან მოყოლებული არ მოუგია.


Viewing all articles
Browse latest Browse all 11

Trending Articles